ლე პენი აკრიტიკებს ტრამპის გადაწყვეტილებას უკრაინისთვის დახმარების შეჩერებაზე

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის „ეროვნული ერთობის“ ლიდერი, მარინ ლე პენი აკრიტიკებს -ის პრეზიდენტის, ს გადაწყვეტილებას უკრაინისთვის ყველანაირი სამხედრო დახმარების შეჩერების შესახებ.
როგორც მარინ ლე პენმა Le Figaro-ს განუცხადა, „ეს არის ძალიან სასტიკი [გადაწყვეტილება] უკრაინელი ჯარისკაცების მიმართ, რომლებიც თავიანთ ქვეყანას პატრიოტულად იცავენ“.
„მიმაჩნია, რომ ამ გადაწყვეტილების სისასტიკე გასაკიცხია… ძალიან შეუსაბამოა, რომ ს არ მიეცეს საკმარისი დრო თავისი პოზიციის შესაცვლელად“, – განაცხადა მარინ ლე პენმა.
თუმცა მისი თქმით, ვერავინ აიძულებს შეერთებულ შტატებს გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა, თუ მას ეს აღარ სურს.
მარინ ლე პენის თქმით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეჩერებაზე მეტად პრობლემურია სადაზვერვო მხარდაჭერისა და ტექნოლოგიური და დახმარების შეწყვეტა, რადგან მისი თქმით, იარაღის შევსება შესაძლებელია.
მიუხედავად იმისა, რომ ულტრამემარჯვენე მარინ ლე პენი წარსულში ს რუსეთთან მიერთებას უკანონოდ არ მიიჩნევდა, უკრაინაში ს სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, მან განაცხადა, რომ საფრანგეთი ვალდებულია უკრაინას მხარი დაუჭიროს.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინისთვის ყველანაირი სამხედრო დახმარების მიწოდება დააპაუზა და უკრაინას ამჟამად არც იმ იარაღს მიაწვდიან, რომელიც ტრანზიტისთვის გამზადებულია პოლონეთში. წყაროების თანახმად, ეს პაუზა გაგრძელდება მანამ, სანამ დონალდ ტრამპი არ დაინახავს, რომ უკრაინის ლიდერები „მოწადინებული არიან მშვიდობისთვის”.
უკრაინისთვის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ ჯერ გასარკვევია, რომელი პროგრამები შეწყვეტს მუშაობას იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი ისედაც დასრულების ეტაპზე იყო. ამასთან, ბევრ შემთხვევაში საჭიროა კენჭისყრა კონგრესში.
„არ დაგვავიწყდეს, რომ უკრაინას უკვე აქვს აშშ-სგან სამხედრო მხარდაჭერის პროგრამების გრძელვადიანი შეჩერების გამოცდილება და იცის, როგორ მოერგოს ასეთ სიტუაციებს. ამიტომ, ჩვენ ვატარებთ საფუძვლიან აუდიტს, თუ რა გვაქვს, რა შეიძლება განვითარდეს პარტნიორული თანამშრომლობის ფარგლებში, რა შეიძლება შეიცვალოს. ვეძებთ რაღაცას კომერციულ ბაზრებზე. განვიხილავთ ევროპელ პარტნიორებთან. და მაინც არ უგულებელვყოფთ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან მოლაპარაკების შესაძლებლობას“, — თქვა პოდოლიაკმა.
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა კი განაცხადა, რომ აშშ-ის მხარდაჭერა გრძელდება და კიევში მომავალშიც მისი გაგრძელების იმედი აქვთ.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივან დიმიტრი პესკოვის განცხადებით, შეერთებული შტატების მხრიდან სთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტა „საუკეთესო წვლილი იქნება მშვიდობისთვის“.
„აშკარაა, რომ აქამდე აშშ იყო ამ ომის მთავარი მიმწოდებელი. თუ შეერთებული შტატები შეწყვეტს ასეთად ყოფნას ან შეაჩერებს ამ მიწოდებას, ეს, ალბათ, საუკეთესო წვლილი იქნება მშვიდობის დამყარების საქმეში“, — განაცხადა პესკოვმა.