ლექსო ლაშქარავას ცემაში მსჯავრდებულებმა ციხე დატოვეს

ციხიდან ოპერატორ ლექსო ლაშქარავას ცემაში მსჯავრდებულები გამოვიდნენ. მათ შორის საპატიმრო ვადაზე ადრე დატოვა დავით კუტალაძემაც. მათ ციხე, სავარაუდოდ, პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმის გამოყენებით დატოვეს.
2021 წლის 5 ივლისს დავით კუტალაძე და ძალადობრივი ჯგუფების სხვა წარმომადგენლები TV პირველის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მოძრაობა სირცხვილიას ოფისში ლექსო ლაშქარავას სასტიკად გაუსწორდნენ, რის შემდეგაც მას სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. 11 ივლისს კი ის სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
5 ივლისს მედიის წარმომადგენლების დევნისა და ძალადობის ორგანიზატორები ამ დრომდე დაკავებულები არ არიან.
-მ TV პირველის გადამღებ ჯგუფზე, ლექსო ლაშქარავასა და მირანდა ბაღათურიაზე თავდასხმაში მონაწილე 6 ადამიანი დააკავა. სასამართლომ მათ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ მათ სასჯელი 1 წლით შეუმცირა.