პროცესები ვერ წავიდა ისე, როგორც უნდა წასულიყო, და ამაზე საზოგადოებამ აუცილებლად უნდა გავიგოთ პასუხები — რა იყო დაგეგმილი, სად იყო თუნდაც ღალატი და რა იყო გეგმა. აბსოლუტურად ყველაფერი უნდა ვიცოდეთ. როდესაც ჩვენ მოვისმინეთ მურთაზ ზოდელავას ბოლო კომენტარი მის დაკავებამდე, იქ ცალსახად ყველა მივხვდით, რომ რაღაც ღალატს ჰქონდა ადგილი. როგორც ჩანს, ენდვნენ ხალხს, ვისი ნდობაც არ შეიძლებოდა. თუნდაც ის, რაც ვნახეთ — პრეზიდენტის სასახლესთან ჩასვლა. რთულად დასაჯერებელია, რომ ეგ ყოფილიყო გეგმა. რაც იქ ვნახეთ, ყველაფერი პროცესში აირია და აქედან გამომდინარე, პასუხები გასაცემია კითხვებზე. ამ შემთხვევაში მე ვგულისხმობ ხუთივე ორგანიზატორს და ვგულისხმობ იმასაც, რომ თუ ვინმე არის გარეთ დარჩენილი, ვინც იცის, მან უნდა მოგვაწოდოს ინფორმაცია — ვინ არის მორალატე.
