ლექსმანი: საქართველოს მთავრობა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას ანადგურებს

2008-ში ჩვენ ისტორიული შეცდომა დავუშვით, რაც ჩვენმა მოწინააღმდეგეებმა თავის სასარგებლოდ გამოიყენეს. დღეს საქართველოს მთავრობა მოსკოვის ბრძანებებს ასრულებს და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას ანადგურებს. ჩემი იმედია, რომ ქართველი ხალხი ამ დამანგრეველ სვლებს უკუაქცევს.
წერს ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი X-ზე, რითაც იგი NATO-ს სამიტზე ალიანსში საქართველოს გაწევრიანების საკითხის შესახებ მსჯელობის არარსებობას ეხმაურება