ევროპარლამენტარი, მირიამ ლექსმანი X-ის საკუთარ გვერდზე ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ “მიუღებელია, რომ ევროკავშირი არ მოქმედებს საქართველოში მზარდი ავტორიტარიზმის პირობებში“.
მისი თქმით, “საქართველოს მოსახლეობას ნათლად აქვს განსაზღვრული თავისი ევროპული და დემოკრატიული გზა“.
სამწუხაროა და მიუღებელია, რომ ევროკავშირი არ მოქმედებს საქართველოში მზარდი ავტორიტარიზმის პირობებში. საქართველოს მოსახლეობას ნათლად აქვს განსაზღვრული თავისი ევროპული და დემოკრატიული გზა. არ შეგვიძლია მხარი არ დავუჭიროთ,” – წერს ლექსმანი.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კოალიცია “ცვლილებისთვის” ლიდერი, ნიკა მელია დააკავეს.