„ლექსიკოგრაფია 21-ე საუკუნეში“ − ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში II საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ლექსიკოგრაფიის II საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, „ლექსიკოგრაფია 21-ე საუკუნეში“ − ილიაუნის ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
„კონფერენციის მთავარი თემა „ლექსიკოგრაფია და ტექნოლოგიები“ იყო. ამ საკითხზე იმსჯელეს და საკუთარ მიგნებებზე ისაუბრეს როგორც ქართველმა მეცნიერებმა, ასევე 16 ქვეყნიდან მოწვეულმა 50 მკვლევარმა.
წელს კონფერენცია ქართველი ლექსიკოგრაფის, მწერლის, დიპლომატისა და სახელმწიფო მოღვაწის, სულხან-საბა ორბელიანის გარდაცვალებიდან 300 წლისთავს მიეძღვნა.
საერთაშორისო კონფერენცია ილიაუნიში 10-12 ოქტომბერს გაიმართა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

თენგო თევზაძე: ქოცებისთვის – სულ რომ სადარბაზოებში ჩაცხრილოთ ოპოზიცია ან/და წლებით გამოგვკეტოთ ყველა, თქვენი მომავალი გარკვეულია. თქვენზე ისტორიაც უკვე დაწერილია – მწამებლები, ჯალათები, ეროვნული ინტერესების გამყიდველები და ისტორიული შესაძლებლობის გამფლანგველები ხართ