“ლესტერის” ყოფილი მწვრთნელი კრეიგ შექსპირი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა

“ლესტერის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი კრეიგ შექსპირი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ბრიტანელი სპეციალისტის ოჯახმა დაადასტურა.
შექსპირი “მელიებთან” ერთად პრემიერლიგის 2015/2016 წლების სეზონის გამარჯვებული გახდა. მაშინ კრეიგი მთავარი მწვრთნელის, კლაუდიო რანიერის ასისტენტის პოსტს იკავებდა.
2017 წელს კი “ლესტერის” მთავარი მწვრთნელის როლშიც ვიხილეთ და გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გაიყვანა. მას შემდეგ შექსპირს არცერთი გუნდი აღარ გაუწვრთნია.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში