ლერი ბარნაბიშვილი მთავრობის ადმინისტრაციიდან კვლავ ფინანსთა სამინისტროში, მინისტრის მოადგილის პოზიციაზე დაბრუნდა

4 წლის შემდეგ ლერი ბარნაბიშვილი ფინანსთა სამინისტროში, მინისტრის მოადგილის პოზიციას დაუბრუნდა. ბოლო ოთხი წელი ის ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ადმინისტრაციაში, რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.
ბარნაბიშვილს ფინანსთა სამინისტროში, სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის 20 წელი გამოცდილება აქვს. მათ შორის, 2015-2020 წლებში იყო მინისტრის მოადგილე. მას შემდეგ, რაც მეორედ გახდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ბარნაბიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში, დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე გადაინაცვლა, ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ კი კვლავ ფინანსთა სამინისტროში დაბრუნდა.
მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრი გახდა, შეიცვალა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსიც. რევაზ ჯაველიძე, რომელიც ღარიბაშვილის მთავრობაში ადმინისტრაციის უფროსი, უფრო ადრე კი მთავრობის საპარლამენტო მდივანი იყო, თანამდებობიდან 1-ელ მარტს გაათავისუფლეს. ის მოადგილემ, ილია შამუგიამ ჩაანაცვლა.
კიდევ ერთი საკადრო ცვლილება სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს შეეხო. ირაკლი კობახიძის ბრძანებით, ლევან სუხიტაშვილი სააგენტოს დირექტორის პოსტიდან გათავისუფლდა.
შეგახსენებთ, თანამდებობა დატოვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა. ახალი მინისტრის კანდიდატურა ირაკლი კობახიძეს ჯერ არ დაუსახელებია.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას