ლეონიძის ქუჩა პოლიციამ გადაკეტა

ლეონიძის ქუჩაზე პოლიცია ჩააყენეს. სწორედ ამ ქუჩით აპირებენ აქციის მონაწილეები პარლამენტთან მისვლას, თუმცა სამართალდაცველები მომიტინგეებს ამის საშუალებას არ აძლევენ.
მოქალაქეები თავდაპირველად საკანონმდებლო ორგანოს წინ შეიკრიბნენ, სადაც გზის გადაკეტვა სცადეს, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. დააკავეს ერთი პირი.
ფოტოგრაფი გიორგი მოსიაშვილი
“პოლიცია არ აძლევს უფლებას აქციის მონაწილეებს, გზა გააგრძელონ პარლამენტის შენობისკენ”