ლეონიდ სლუცკი – მერცი მზადაა გერმანია რუსეთთან დაპირისპირების ჯოჯოხეთში გაუშვას – ჩვენ მზად ვართ მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის

გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი, რომელიც ბრმად უჭერს მხარს ნაციზმის აღორძინებას ში, მზადაა გერმანია რუსეთთან დაპირისპირების „ჯოჯოხეთში“ გაუშვას, – ამის შესახებ ს სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა.
„მერცი, უკრაინაში ნაციზმის აღორძინების ბრმა მხარდაჭერით, მზადაა გერმანია რუსეთთან დაპირისპირების ჯოჯოხეთში გაუშვას. თანამედროვე გერმანელებს ეს სურთ? ჩვენ ნამდვილად არა. მაგრამ, მზად ვართ მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის!“, – აღნიშნა ლეონიდ სლუცკიმ.
მისი თქმით, რუსეთი არ დაუშვებს მეორე მსოფლიო ომის ისტორიის დამახინჯებას და სსრკ-ის ხალხის გმირობის დავიწყებას.
რუსი დეპუტატი გამოეხმაურა გერმანიის კანცლერის მიერ -ის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, აშშ-მა დაასრულა ომი ევროპაში და გაათავისუფლა გერმანია ნაციზმისგან და შესაბამისად, შეუძლია უკრაინის კონფლიქტის დასასრულებლად რაღაც გააკეთოს.