რუსმა მსახიობმა ლეონიდ იარმოლნიკმა, რომელიც ცნობილია ისეთი ფილმებით, როგორიცაა „ისევ ის მიუნჰაუზენი“, „ეძიეთ ქალი“, „კაცი კაპუცინების ბულვარიდან“ და სხვა, ტელეარხ NTV ერთ-ერთ გადაცემაში განმარტა, თუ რატომ თქვა უარი სახალხო არტისტის წოდებაზე.
იარმოლნიკის თქმით, დღეს ეს ტიტულები არაფერს ნიშნავს. “მე არ ვარ წინააღმდეგი ტიტულების, მათი გაუფასურების წინააღმდეგი ვარ. დღეს ეს წოდებები არაფერს ნიშნავს. სახალხო არტისტები ჩემთვის არიან იური იაკოვლევი, მიხაილ ულიანოვი, ევგენი ევსტინიევი. დღეს კი საითაც გაიხედავ, ყველა სახლხო არტისტია. ახლა “არტისტს ორი რამ უნდა ჰქონდეს, რაც მისი ღირსება და სიამაყეა – ჰონორარი და მაყურებლის სიყვარული. ხელოვანს სხვა არაფერი სჭირდება”.
მსახიობმა დასძინა, რომ მისთვის მაგალითია ვლადიმერ ვისოცკი, რომელსაც ეს ტიტული არ ჰქონდა. “ვისოცკის არ ჰქონდა ტიტული, რადგან ის ვისოცკია. ის უბრალოდ გარდაიცვალა როგორც მსახიობი. სახელმწიფო პრემია მას გარდაცვალების შემდეგ მიანიჭეს”.