მსახიობის სიყვარულის შესახებ ჰოლივუდში ლეგენდები დადის, თუმცა ბოლო დროს ქალები მასთან პაემანზე წასვლას ერიდებიან. ეს ყველაფერი ოსკარის მფლობელის საკამათო რეპუტაციას ეხება.
გასულ გაზაფხულზე გერმანელმა მოდელმა ტონი გარნმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ მეუღლეს, მსახიობ ალექს პეტიფერს შორდებოდა.
ვინაიდან ცნობილი სახეები დაშორების მიზეზებს არ ასახელებენ, მხოლოდ იმის გამოცნობა შეგვიძლია, რამ აიძულა მათ ეს რთული გადაწყვეტილება მიეღოთ. მოდელის თაყვანისმცემლები თვლიან, რომ მას “ლეონარდო დიკაპრიოს წყევლა” აქვს. ვარსკვლავი ოსკარის მფლობელს 2013 წელს შეხვდა, მაგრამ მათი რომანტიკული ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელებულა.
ჭორების ტანახმად, ყველა გოგონას, რომლებთანაც ლეო ოდესღაც შეყვარებული იყო, პირად ცხოვრებაში წარუმატებლობები დევს. სწორედ ამიტომ, წლების განმავლობაში მისთვის სულ უფრო რთული ხდება მუდმივი თანამგზავრის პოვნა: ქალბატონებს უბრალოდ არ სურთ გახდნენ „შავი ნიშნის“ მფლობელები.
ამ ისტორიის დასაწყისი შორეულ 1990-იან წლებში უნდა ვეძებოთ: მისი პირველი დიდი სიყვარული იყო ბრიჯიტ ჰოლი. რომანის დაწყების დროს ლეო 20 წლის იყო, ბრიჯიტი კი მხოლოდ 16-ის. ამბობდნენ, რომ დიკაპრიო დაქორწინებას აპირებდა, მაგრამ მოულოდნელად დაშორდა საყვარელ ადამიანს.
წყვილის დაშორების მიზეზი მაშინ ჟურნალმა Globe-მა გამოაცხადა. გაირკვა, რომ ერთხელ ბრიჯიტ ჰოლმა თქვა, რომ ჰოლივუდის ლამაზ მამაკაცთან სექსს „ძალიან უღიმღამოდ“ თვლიდა.
დიკაპრიოს დაშორების შემდეგ, თავად ბრიჯიტ ჰოლმაც ვერ იპოვა პირადი ბედნიერება. ახლა ის 46 წლისაა, იშვიათად ჩნდება პოდიუმზე და საქველმოქმედო საქმიანობაშია ჩართული. მას არც შვილები ჰყავს და არც ქმარი.
ბოლო დროს თითქმის არავის ახსოვდა ლეონარდო დიკაპრიოს წყევლა – ყველას უფრო მეტად აინტერესებდა 25 წლამდე გოგონების სიყვარულის განხილვა. თუმცა, ტონი გარნის განქორწინებამ ალექს პეტიფერთან გამოიწვია ახალი მწვავე დისკუსიების ტალღა ინტერნეტში.
მსახიობის ყველა ყოფილის გახსენებისას ფანები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ახლა საფრთხე ემუქრება… ბლეიკ ლაივლის! 2011 წელს ის ლეოს რამდენიმე თვის განმავლობაში ხვდებოდა.