ლეონარდო ბონუჩიმ საფეხბურთო კარიერა დაასრულა

ცნობილმა იტალიელმა მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ 37 წლის ასაკში გვაუწყა, რომ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. მისი ბოლო გუნდი “ფენერბაჰჩე” იყო, სადაც ზამთარში ბერლინის “უნიონიდან” თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.
უკანახაზელის მთავარი წარმატება “იუვენტუსს” უკავშირდება, სადაც ყველა ტურნირზე 502 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
ბონუჩიმ ტურინელებთან ერთად 8-ჯერ სერია A ოთხი “კოპა იტალია” და ხუთი იტალიის სუპერთასი მოიგო. ის “ვეკია სინიორასთან” ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორჯერ გახლდათ.
ლეონარდომ “სკუადრა აძურას” ფორმა 121 შეხვედრაში მოირგო და 2020 წელს იტალიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონიც გახდა.