ლენტეხში ახალი წლის დღეები აღნიშნეს

ლენტეხში, ადგილობრივები ცენტრალურ მოედანზე ახალი წლის დღეების აღსანიშნავად, ოჯახი წევრებთან ერთად შეიკრიბნენ.
სტუმრებს დატვირთული პროგრამა დახვდათ- ცენტრალურ მოედანზე განთავსებულია საახალწლო ინსტალაციები, საშობაო ბაზრობა და ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა. პატარების სივრცე კი ზღაპრის გმირებმა გაახალისეს.
დღის ბოლოს, მაყურებელს ახალი წელი ცნობილმა ბენდებმა და შემსრულებლებმა “ალილომ” და ჯგუფი “რეგიონის” წევრებმა მიულოცეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნაურუს რესპუბლიკის მხრიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი