ლენტეხის მუნიციპალიტეტში 22-მეგავატიანი “ცხენისწყალი 1 ჰესის” მშენებლობა წელს დაიწყება

ლენტეხის მუნიციპალიტეტში, მდინარე ცხენისწყალზე 22 მგვტ დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის – “ცხენისწყალი 1 ჰესის” მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება.
როგორც პროექტის განმახორციელებელი კომპანიის – შპს „ჰაიდრო ინვესტ ჯი ეი“-ის დირექტორმა, გიორგი მარგებაძემ BMG-სთან განაცხადა, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 30-დან 35 მლნ დოლარამდეა და ამჟამად დაფინანსებასთან დაკავშირებით ბანკთან მოლაპარაკება დასკვნით ფაზაშია.