ლემონჯავა საზღვარგარეთიდან ხმის მიცემის აკრძალვაზე: ივანიშვილმა გადაწყიტა, შური იძიოს ემიგრანტებზე

ქვეყანაში, საიდანაც ადამიანები გარბიან და ემიგრაციიდან არჩენენ თავიანთ ოჯახებს, ქვეყანაში, სადაც ივანიშვილმა უპერსპექტივობის, სიღარიბის გარემო შექმნა, რის გამოც ადამიანებს ქვეყნის დატოვება უწევთ და ქვეყანაში, რომელსაც მილიონზე მეტი ემიგრანტი ჰყავს, კრძალავენ ემიგრანტებისთვის საარჩევნო ხმის უფლებას. ეს არ არის თავდასხმა მხოლოდ ემიგრანტებზე, მათ სამოქალაქო თავისუფლებაზე ან პოლიტიკურ პარტიებზე – ეს არის ს, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტის გაუქმების მცდელობა – საქართველოში დემოკრატიის მკვლელობის მცდელობა. რატომ აკეთებენ ამას? – იმიტომ, რომ ემიგრაციაში ქართული ოცნება ემიგრაციაში ვერ აკონტროლებს საარჩევნო ხმებს…

ივანიშვილი ვერ ახერხებს, რომ ემიგრანტებში ხმები აკონტროლოს სუს-ის მეშვეობით, დაშინებით, მოსყიდვით, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის კამპანიებით. ამიტომ, ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ შური იძიოს ემიგრანტებზე, მათ წაართვას საარჩენო ხმის უფლება, გააუქმოს და დემოკრატია ამ ქვეყანაში.არჩევნები, პრაქტიკულად, უკანასკნელი მექანიზმია, რითიც ჩვენი ემიგრანტები ქართულ სახელმწიფოსთან ბმას ინარჩუნებენ. ეს არის უმძიმესი ინიციატივა, რომელიც საქართველოში არჩევნებსა და დემოკრატიას კლავს.