„ლელო – ძლიერმა საქართველომ“ და პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის მერობის საერთო კანდიდატად ირაკლი კუპრაძე წარადგინეს

“ლელო-ძლიერმა საქართველომ” და პარტიამ “გახარია საქართველოსთვის” 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის თბილისის მერობის საერთო კანდიდატად, “ძლიერი საქართველოს” გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე დაასახელეს.
შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ორმა პოლიტიკურმა ძალამ რიყის პარკში მიმდინარე ღონისძიებაზე განაცხადა.
„ბრძოლა ბოლომდე, ბრძოლა ყველა შესაძლებლობით და ბრძოლა მხოლოდ გამარჯვებამდე“, – განაცხადა „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა პრეზენტაციაზე.
მისი თქმით, საქართველო უნდა გადავარჩინოთ.
„გადავარჩინოთ საქართველო კიდევ ერთხელ დაპყრობას, გადავარჩინოთ ეს ქვეყანა რუსულ ჩექმას, ამ ამოცანით ვიღვიძებთ და ამ ამოცანით ვიძინებთ“, – დასძინა მან.
„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა ანა ბუჩუკურმა თქვა, რომ მოხარულია, ორ პოლიტიკურ ძალას შორის საწყისი, გამხსნელი ეტაპის დადგომით.
„დარწმუნებული ვართ, რომ წარმატებით გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა. ჩვენ არ ვიბრძვით ერთმანეთის წინააღმდეგ, ჩვენ ვიბრძვით იმ სისტემის წინააღმდეგ, რომელმაც დემოკრატია ჩაანაცვლა ავტოკრატიით“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სახალხო დამცველი – თუ დანაშაულის ნიშნებია, ნუ მივუდგებით სააფთიაქო სასწორით, მივუდგეთ სამართლიანობის პრინციპით – პაატა მანჯგალაძის საქმეში მუხლის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები ვერ ვნახეთ

“უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში, 3 განსხვავებული ისტორია მოვისმინე სხვადასხვა ადამიანებისგან – 1 დაყაჩაღების, 1 ცივი იარაღით თავდასხმის მცდელობის (ვიდეო თქვენც ნახეთ ალბათ), 1 ცივი იარაღით განხორციელებული თავდასხმის”