„ლელო – ძლიერმა საქართველომ“ საგანგებო შტაბი იმერეთშიც შექმნა

„ლელო – ძლიერმა საქართველომ“ საგანგებო შტაბი იმერეთშიც შექმნა. ადგილზე პარტიის წარმომადგენლები იმყოფებიან და გარესამყაროს მოწყვეტილ სოფლებში ჩარჩენილ მოსახლეობას ეხმარებიან.
„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთის ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, სტიქიის ზონაში მყოფ ადამიანებს პირველადი დახმარების ნივთებს, მედიკამენტებს და პროდუქტებს აწვდიან, პარალელურად კი მძიმე ტექნიკა საავტომობილო გზებს წმენდს.
„გურიის მსგავსად ჩვენ საგანგებო შტაბი შევქმენით იმერეთის რეგიონშიც. იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებიც მარტო არიან დიდთოვლობის გამო და არ აქვთ, არც გზა და არც შესაძლებლობა პირველადი დანიშნულების საკვები ან მედიკამენტები თავად შეიძინონ. დავდივართ ადგილზე, დაქირავებული გვყავს სპეციალური ტექნიკა, ვწმენდთ გზებს. გავაგრძელებთ ამ საქმიანობას, ჩართულია ცხელი ხაზი და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეგვეხმიანოს. საჭიროებებია ბევრია და განსაკუთრებით თვალსაჩინოა, რომ ადამიანები უბრალოდ მოკითხვის გარეშე არიან“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ცნობისთვის, კოალიცია „ძლიერმა საქართველომ“ მანამდე, საგანგებო შტაბი შექმნა ოზურგეთში.

ასევე დაგაინტერესებთ

ყაველაშვილი: უფრო მეტი ქვეყანა რომ ყოფილიყო იმ პრინციპებისა და სამშვიდობო პოლიტიკის ერთგული, რომელსაც საქართველო და სლოვაკეთი აწარმოებს, დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინაში ომი არ იქნებოდა

სალომე სიმონია: ქვეყანაში, სადაც პარლამენტის თავმჯდომარეც კი მევახშეა, მინისტრს და დეპუტატებს დიდი ოდენობით თანხები აქვთ გაპროცენტებული; საჯარო უწყებები მილიონერებით არის სავსე. ამ დროს, ხალხი ვალებში იხრჩობა