„ლელო-ძლიერი საქართველო“ – მხარდაჭერას და სოლიდარობას ვუცხადებთ მათე დევიძეს

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ პოლიტიკური გუნდი მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებს მათე დევიძეს, მის მეგობრებსა და ოჯახის წევრებს. ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც „ლელო-ძლიერ საქართველოში“ აცხადებენ, ბრძოლა უნდა გაგრძელდეს ყველა ფლანგზე.
„დღეს საქალაქო სასამართლოში რეჟიმის მსახურებმა კიდევ ერთხელ დაუდასტურეს ივანიშვილს მონური მორჩილება და 21 წლის მათე დევიძეს თითქმის 5-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს.
მათეს, რომელიც პოლიციელთა ძალადობისგან იცავდა თავს, დღეს რეჟიმმა მომავალი წაართვა. ასე იქცევა ავტოკრატიული ხელისუფლება, რომელსაც საზოგადოებასთან ყველანაირი ხიდი ჩატეხილი აქვს და სიცოცხლის უნარი ეწურება. ეს არის ივანიშვილის ძალადობრივი ბანდფორმირების კიდევ ერთი საბედისწერო შეცდომა, რომელსაც აუცილებლად უმძიმესად მოიმკის.
„ლელო-ძლიერი საქართველოს“ პოლიტიკური გუნდი მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებს მათე დევიძეს, მის მეგობრებსა და ოჯახის წევრებს.
ბრძოლა უნდა გაგრძელდეს ყველა ფლანგზე! ივანიშვილის ხელისუფლება რაც შეიძლება მალე დამარცხდეს, რომ ყველა პოლიტპატიმარი თავისუფალი იყოს!“,- აცხადებენ „ლელოში“.