„ლელო – ძლიერი საქართველო“ – მამუკა ხაზარაძის მიერ აღდგენილი წალენჯიხის არტ-მეურნეობის თეატრი დღეს პრემიერით გაიხსნება

მამუკა ხაზარაძის მიერ აღდგენილი წალენჯიხის არტ-მეურნეობის თეატრი დღეს პრემიერით გაიხსნება,- ამის შესახებ ინფორმაციას „ლელო – ძლიერი საქართველო“ ავრცელებს.
მათი ცნობითვე, თეატრში დღეს, ბესო სოლომონაშვილის პიესის – „არამედ რაღაც სხვა” პრემიერა შედგება.
„არამედ რაღაც სხვა” – ბესო სოლომონაშვილის ეს პიესა, ტერენტი გრანელის ცხოვრების უცნობ დეტალებს ასახავს და დღევანდელ პოლიტიკურ მოვლენებს პასუხობს. გრანელს როგორც აქტივისტს და მებრძოლს, საზოგადოება დღეს პირველად გაიცნობს.
სპექტაკლის რეჟისორი ოთარ ეგაძეა, რომელმაც სულ ახლახან დაასრულა რეპეტიციები ახალგაზრდა მსახიობთა შემოქმედებით დასთან ერთად.
წალენჯიხის თეატრში პრემიერას, და ბადრი ჯაფარიძეც უნდა დასწრებოდნენ. თუმცა “ქართული ოცნების” მიერ პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებული ლიდერების გზავნილს საზოგადოებას, “ლელო-ძლიერი საქართველოს” პოლიტიკური გუნდი გააცნობს.
წალენჯიხის ინოვაციური თეატრი, ისევე როგორც არტ-მეურნეობაში მოქმედი სხვა საგანმანათლებლო, სპორტულ- გამაჯანსაღებელი თუ კულტურული პროექტები, მამუკა ხაზარაძის მიერ უკვე 2 წელია ხორციელდება და ადგილობრივი მოსახლეობისთვის სრულიად უფასოდ არის ხელმისაწვდომი”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

“ვიტყვი, რომ ორივე მხარე, ,,ოცნებაც” და “ნაცებიც” მამაჩემის სახელს წევენ ჩემს გასაშავებლად. მე ვარ ვარდენ, იგივე ვადო მაჭავარიანი, დაბადებული და გაზრდილი თბილისში, წარმოშობით კი სოფელ ჭორვილადან”

წილოსანი: ჩემ­თვის, ალ­ბათ, არ იქ­ნე­ბა მი­სა­ღე­ბი დე­ბა­ტებ­ში შეს­ვლა ასაკ­რძა­ლი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან, ხელი მო­ვა­წე­რე ამ პარ­ტი­ე­ბის აკ­რძალ­ვას, მათ არ მი­ვიჩ­ნევ ლე­გი­ტი­მუ­რად