“ლელო – ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

“ლელო – ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლო” თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს.
ამის შე­სა­ხებ “ლელო – ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს” ოფის­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი ბრი­ფინ­გი გა­ი­მარ­თა.
რო­გორც პარ­ტი­ის გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა ირაკ­ლი კუპ­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და, შე­დი­ან ბრძო­ლა­ში „რუ­სუ­ლი რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ კი­დევ ერთ მთა­ვარ ველ­ზე“.
“ჩვენ შევ­დი­ვართ ბრძო­ლა­ში, დიქ­ტა­ტუ­რის, რუ­სუ­ლი რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ კი­დევ ერთ მთა­ვარ ველ­ზე. ჩვენ ვირ­ჩევთ ბრძო­ლას. მზად ვართ, სრუ­ლი ჩარ­თუ­ლო­ბის­თვის. 4 ოქ­ტომ­ბე­რი არის დე-ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, დე-ფაქ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში ბრძო­ლა. ეს არის სა­ქარ­თვე­ლოს თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი პრო­ცე­სი და გა­ნა­ჩე­ნი რე­ჟი­მი­სად­მი. რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა ერ­თობ­ლი­ვი მო­სა­გე­ბია. ჩვენ ვართ მზად ტო­ტა­ლუ­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის­თვის, რეპ­რე­სი­ე­ბის­თვის, პა­ტიმ­რო­ბის­თვის. დე-ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან, დე-ფაქ­ტო ბრძო­ლა გა­მოგ­ვი­ცხა­დე­ბია და პირ­ველ რიგ­ში გვაქვს თქვე­ნი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის იმე­დი“,- გა­ნა­ცხა­და კუპ­რა­ძემ.