„ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრს, ლევან ხორავას გამომძიებლისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების საქმეზე 20-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

„ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრი ლევან ხორავა ბათუმის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 20-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ მიიღო.
„ძლიერი საქართველოს“ ინფორმაციით, ხორავას 3 წლით იარაღის ტარების უფლებაც ჩამოერთვა.
საქმე ეხება პოლიციის კაპიტნის თეა ლაღაძის სარჩელს, რომელიც ირწმუნება, რომ 27 მაისს, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის ლუკა ნაცვლიშვილის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, სადაც ლაღაძე საქმის გამომძიებელი იყო, ხორავამ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრიაშვილი: დონალდ ტრამპი ძალიან ახლოს არის ირანზე დარტყმის განხორციელებასთან, თუმცა არსებობს კითხვები როგორ და როდის გააკეთებს ამას – ამ ეტაპზე ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ჯერ მხოლოდ სამზადისი მიმდინარეობს