„ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა ლევან ხორავამ ს იზოლატორი დატოვა

„ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრმა ლევან ხორავამ ს იზოლატორი დატოვა.
მას იზოლატორთან ახლობლები და თანაგუნდელები დახვდნენ.
შეგახსენებთ, 25 ივლისს, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრი ლევან ხორავა ს საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 20-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. „ძლიერი საქართველოს“ ინფორმაციით, ხორავას 3 წლით იარაღის ტარების უფლებაც ჩამოერთვა.
საქმე ეხება პოლიციის კაპიტნის თეა ლაღაძის სარჩელს, რომელიც ირწმუნება, რომ 27 მაისს, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის ლუკა ნაცვლიშვილის სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, სადაც ლაღაძე საქმის გამომძიებელი იყო, ხორავამ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ასევე დაგაინტერესებთ

სუს – ვერ მოხერხდა ერთადერთი მოწმის, ლაშა შერგელაშვილის გამოკითხვა, რომლის ინფორმაციასაც მნიშვნელოვანწილად ეყრდნობოდა BBC – მის მიმართ მიმდინარეობს სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები „ტროტილის“ საქმეზე

სუს – 4-5 დეკემბრის ღამით მასების მართვისათვის გამოყენებული იქნა ნივთიერება ,,ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი'', რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ,,პროპილენ გლიკოლის'' ხსნარი, არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულ კატეგორიას – ,,კამიტი” კი შსს-ს არასდროს შეუძენია