„ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან

„ლელო – ძლიერი საქართველოს“ წევრები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან. როგორც პარტიაში აცხადებენ, შეხვედრაზე 15-მდე ქვეყნის საელჩოს წარმომადგენელი იმყოფება, მათ შორის არიან -ს, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის ლიეტუვას, შვედეთის ნორვეგიისა და დანიის საელჩოს წარმომადგენლები.
საუბრის თემა, ბოლო დროს განვითარებული მოვლენებია, მათ შორის, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერების დაკავება.
შეხვედრა „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ოფისში მიმდინარეობს.
შეხვედრაზე „ლელო – ძლიერი საქართველოდან“ იმყოფებიან დავით უსუფაშვილი, საბა ბუაძე, თაზო დათუნაშვილი და გიორგი სიორიძე.