“ლელო-ძლიერი საქართველოს” პოლიტიკური მდივანი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება

კოალიცია “ლელო-ძლიერი საქართველოს” პოლიტიკური მდივანი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას კოალიციის პრესსამსახური ავრცელებს.
“სალომე სამადაშვილი სიტყვით გამოვიდა ევროკავშირის უსაფრთხოების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე.
კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას სალომე სამადაშვილმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის პოლიტიკაზე, საქართველოსთან და რეგიონთან მიმართებაში.
კონფერენცია, რომელიც ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, კაია კალასმა გახსნა განიხილავს ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას და პრიორიტეტებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ჩვენთვის საზომი არ არის პრეზიდენტი ზელენსკი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ მტრულ პოლიტიკას აწარმოებს, ჩვენთვის საზომია უკრაინელი ხალხი, რომელსაც გვინდა მძიმე პერიოდში გვერდში დავუდგეთ