„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ოფისში პოლიცია მივიდა

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ოფისში პოლიცია მივიდა.
რამდენიმე წუთში ს და ბადრი ჯაფარიძეს სავარაუდოდ, ბრალის დადგენილებას გააცნობენ.
ადგილზე შეკრებილები არიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და მათი მხარდაჭერები.
ცნობისთვის, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო.
მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, მას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აკერძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.
განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია ბრალდებული, მას არც საბოლოო სიტყვით უსარგებლია.
რაც შეეხება “ლელო-ძლიერი საქართველოს” ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, მას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა.