„ლელო – ძლიერი საქართველოს“ ინფორმაციით, გურიაში შექმნილი საგანგებო შტაბი კვლავ 24-საათიან რეჟიმში მუშაობს

„ლელო – ძლიერი საქართველოს“ გურიაში შექმნილი საგანგებო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, რომელსაც კოალიციის ლიდერები, ვახტანგ სურგულაძე და გიორგი სიორიძე ხელმძღვანელობენ. ინფორმაციას კოალიციის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, აქტიურია „ცხელი ხაზი“, სადაც ადგილობრივი მოსახლეობიდან შემოდის ზარები, სხვადასხვა სახის დახმარების თხოვნით.
„შემოსული ინფორმაცია მოხალისეთა ჯგუფებში ნაწილდება და მყისიერი რეაგირება ხდება. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში მძიმე ტექნიკა, სტიქიის მეორე დღესვე ჩაერთო. სოფლებში – მერია, ციხისფერდი, ლიხაური, ბაღდადი, დვაბზუ, ბუკნარი, ნასაკირალი, ქვენობანი, ბასილეთი, ჯუმათი,სილაური, ურეკი, მელექედური და შემოქმედი, ასევე, ქალაქ ოზურგეთისა და დაბა ჩოხატაურის ქუჩები თოვლისგან გაიწმინდა. სამივე მუნიციპალიტეტში 70-ზე მეტი ოჯახი საკვებითა და პირველადი მოხმარების პროდუქტებით მომარაგდა. თოვლში ჩარჩენილ მოსახლეობას დაურიგდა ფქვილი, ზეთი, ბრინჯი, წიწიბურა, მაკარონი, თევზის კონსერვი, ხორცის კონსერვი, ძეხვი, ტკბილეული, სანთელი, ასანთი და ბავშვებისთვის საჭირო ჰიგიენური საშუალებები. მოთხოვნის და დანიშნულების შესაბამისად, მედიკამენტებით 30-ზე მეტი ოჯახი მომარაგდა. ვახტანგ სურგულაძე პირადად ჩაატარა არაერთი პირდაპირი და სატელეფონო სამედიცინო კონსულტაცია. ს ჯგუფმა ლანჩხუთსა და ოზურგეთში რამდენიმე სახლის სახურავი თოვლისგან გაწმინდა. კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველო” რჩება სტიქიის ზონაში და მოხალისეებთან ერთად მაღალმთიან სოფლებში გზების გაწმენდას და ჰუმანიტარული პროდუქტების განაწილებას განაგრძობს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ბაჩიაშვილი – დღევანდელი სისტემა 21-ე საუკუნის „მხედრიონია“ – მე ვარ არა პატიმარი, არამედ ტყვე, გატაცებული, დამწყვდეული, ნაწამები მხოლოდ იმისთვის, რომ ივანიშვილმა რამენაირად ფული გამომძალოს

გიორგი ბაჩიაშვილი – ბიძინა ივანიშვილს ჩემგან უნდოდა ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელება, რაზეც უარი ვუთხარი, შემდეგ იფიქრა: „უი, ბიტკოინით ფულის შოვნა შეიძლება“ და ჩემი დაყაჩაღება დაიწყო – აქ არის მისი ადგილი, მოვა მაგის დროც