“ლელო” პარლამენტში ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებულ შეხვედრას არ დაესწრება

“ლელოს” დეპუტატი, ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ “ლელო” საკუთარ გეგმას, თუ როგორ გაატარებს ევროკავშირის რეკომენდაციებთან დაკავშირებულ რეფორმებს ერთ წელიწადში, ხვალ წარუდგენს საზოგადოებას.
“ამ ისტორიულ შანსს სჭირდება სერიოზული, სრული პასუხისმგებლობით გათავისება და რეალური ნაბიჯების გადადგმა, როგორც ეს არის მოცემული “ლელოს” გეგმაში – “9 ნაბიჯი ევროპისკენ.” ამ გეგმას ხვალ წარმოგიდგენთ. ახლა არ არის ნახევარზომების, იმიტირებული პროცესებისა და კომისიების დრო. ახლა სწრაფი, გადამწყვეტი ნაბიჯების დროა,” – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი სამხარაძე: მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობიანი გზით ხელისუფლების დათმობას არ აპირებდა, სწორედ ერისკაცმა შეძლო იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს გამარჯვებით დასრულდა. დღეს ბევრს სურს ამ ისტორიული გამარჯვების საკუთარ თავზე მიწერა, თუმცა ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა ბიძინა ივანიშვილი იყო

გურამ მაჭარაშვილი EPP-ის რეზოლუციაზე: როდესაც ევრობიუროკრატები ასე საუბრობენ საქართველოზე, რომელიც, მათივე ინსტიტუტების კვლევების მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა პირობას აკმაყოფილებს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისინი თავად არიან დიქტატორები