“ლელო”-მ ჯარიმა გადაიხადა, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ პარტიის ანგარიშს ყადაღა მოხსნა

“ლელო”-მ ჯარიმა გადაიხადა, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ პარტიის ანგარიშს ყადაღა მოხსნა
,,ლელო საქართველოს” მიერ განხორციელდა სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა. შესაბამისად, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დაასრულა საქმისწარმოება და ,,ლელო საქართველოს” ანგარიშებზე შეზღუდვები გაუქმდა.
“კიდევ ერთხელ გვსურს განვაცხადოთ, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო მოქმედებს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და აღმასრულებლების ყველა მოქმედება განპირობებულია სამართლიანობის პრინციპის დაცვისა და ეფექტიანი აღსრულების წარმოების მიზნით. სააღსრულებო საქმისწარმოება, სასამართლო ან/და უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, თანაბარი კანონზომიერებით მიმდინარეობს ფიზიკური თუ იურიდიული პირების მიმართ, ასევე იმ საქმეებში, სადაც მოვალე მხარეს წარმოადგენს სახელმწიფო უწყებები.”- ნათქვამია აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ მიქელაძე: მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა

თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას – ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას