“ლელო” თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას – ხაზარაძე

“ლელო-ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას – ამის შესახებ გაერთიანების ლიდერმა, მ განაცხადა.
მისი თქმით, თვითმმართველობის არჩევნებში მოანაწილეობის მიღების შესახებ გადაწყვეტილება პარტიამ ჯერ კიდევ მაშინ მიიიღო, როცა ბადრი ჯაფარიძე და ის ციხეში ჩასვეს.
„ლელო – ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ საპატიმრო დატოვა. ის ბადრი ჯაფარიძესთან ერთად „ოცნების” პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა შეიწყალა.
“ლელო-ძლიერი საქართველოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა:
“მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, ადამიანებს, ვინც გვამხნევებდნენ. მინდა მადლობა გადავუხადო მედიას. დღევანდელი გადაწყვეტილება იყო მოულოდნელი. ჩვენ შეგნებულად წავედით ამ ნაბიჯზე, მე და ბადრი არ ვეთანხმებით იმ მოცემულობას რაც ქვეყანაშია შექმნილი, ეს არის არალეგიტიმური მიტაცებული პარლამენტი, პრეზიდენტის სავარძელი. მიუხედავად იმისა, რომ მან შეწყალებით გამოგვიშვა, ეს არის მუხანათური, ბინძური საქციელი, როდესაც ჩვენი თანამებრძოლები იმავე მუხლით იხდიან სასჯელს. ჩვენ გამოგვიშვეს მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამის გამო, რომ მოხდეს დაპირისპირება, რაც არ გამოუვათ. ის რაც ე.წ პრეზიდენტმა გააკეთა არის სამართლებრივი ნონსენსი, ადამიანებით ვაჭრობა” – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ საპატიმროს დატოვების შემდეგ.
„ლელო – ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ საპატიმრო დატოვა. ის ბადრი ჯაფარიძესთან ერთად „ოცნების” პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა შეიწყალა.