ლელო: ელისაშვილზე მიმდინარე პოლიტიკური დევნის ოპერაციაში უკვე რუსეთის პროკურატურა ჩაერთო

“კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერზე, ალეკო ელისაშვილზე მიმდინარე პოლიტიკური დევნის ოპერაციაში უკვე ს პროკურატურა ჩაერთო.
„ქართული ოცნების“ ბატონმა დღეს ახალი განკარგულება გასცა – პუტინის რუსეთმა ს წინააღმდეგ საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.
ახლა ელისაშვილზე პოლიტიკური დევნა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთაც დაიწყო! რუსეთი მას უკრაინელი ხალხის დაცვას არ პატიობს!
„ლელო-ძლიერი საქართველოს“ პოლიტიკური გუნდი მტკიცედ ვდგავართ ჩვენი პოლიტიკური ლიდერის გვერდით და არ დავუშვებთ ალეკო ელისაშვილის მიმართ ანტიკონსტიტუციური ქმედების განხორცილებას, რისი მცდელობაც დამფრთხალი „ქართული ოცნების“ მხრიდან დარწმუნებულები ვართ იქნება!
სრული მხარდაჭერა ალეკო ელისაშვილს!
დიდება ს!
ცეცხლი რუსულ ოლიგარქიას!” – წერია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ალეკო ელისაშვილზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.