პატივცემულო “ლელო” და “საქართველოსთვის”, როდესაც პოზიციონირებთ არც ნაციონალური მოძრაობა, არც ოცნება, კეთილი ინებეთ და მოვლენების უკან ნუ მიჩანჩალებთ. მთელი დღე გავიდა და სიების ჩახსნაზე მკაფიო განცხადებები ვერ მოვისმინე. ამომრჩეველს არ ჭირდება ზედმეტად ჭკვიანური წიაღსვლები, დახლართული იურიდიული კაზუისტიკა, ლოგიკური პასაჟების ლაბირინთები, თქვენი ეჭვები. გაცილებით მარტივად, როცა გაქვთ ლიდერობის პრეტენზიები იყავით ამომრჩევლის განწყობების ადეკვატური და მოვლენების სათავეში. აიღეთ პასუხისმგებლობა, თუნდაც შეცდომა დაუშვით, მაგრამ გამოდით ამ შიდაპარტიული დაგუბებული პოლიტიკიდან, გახსენით დამბები და დაგვანახეთ რისი მაქნისები ხართ, ენერგია, შნო, პოლიტიკური სვლების გათვლის უნარები. პ.ს. ორ სვლიანი პოლიტიკური კომბინაცია საქართველოს უახლოეს ისტორიაში არ მახსოვს, შევარდნაძე და ალბათ ჟვანია აკეთებდნენ ერთსვლიანს, მეორე სვლის საფუძველის ჩასაყრელად, მაგრამ მეორე სვლის შედეგების არც თუ მაღალი ალბათობით. ამიტომ, როცა გათვლებს ვერ აკეთებთ, წარმატებისთვის, მოვლენებზე სწორი, ადეკვატური რეაგირებაა გამოსავალი. ახალი არჩევნები არც თუ ისე შორეულ მომავალში იქნება და ამომრჩევლებს ნუ დაკარგავთ.