“ლელო” და გახარიას პარტია “კოლექტიური ნაცმოძრაობის” დღის წესრიგის განუყოფელი ნაწილია, მოქმედებენ მათი დღის წესრიგით, რაც გულისხმობს საბოტაჟს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, სწორედ, ამაზეა აგებული ჩვენი პრეტენზია კონკრეტული პარტიების არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით

“ლელო” და გახარიას პარტია “კოლექტიური ნაცმოძრაობის” დღის წესრიგის განუყოფელი ნაწილია, მოქმედებენ მათი დღის წესრიგით, რაც გულისხმობს საბოტაჟს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, სწორედ, ამაზეა აგებული ჩვენი პრეტენზია კონკრეტული პარტიების არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით
რადიკალური ოპოზიციის კოლექტიური ძალა არის უცხოური აგენტურა და ერთი დავალებით მოქმედებენ, უბრალოდ ეს დავალებები შეიძლება იყოს გადანაწილებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, “ლელო” და გახარიას პარტია “კოლექტიური ნაცმოძრაობის” დღის წესრიგის განუყოფელი ნაწილია.
“რაც შეეხება “ლელოს” და გახარიას, თუ რატომ მიგვაჩნია, რომ ისინი არიან “კოლექტიური ნაცმოძრაობის” დღის წესრიგის განუყოფელი ნაწილი – ავიღოთ 2020-2021 წლები და 2024 წელი, ორი ძირითადი საპარლამენტო და 2021 წლის , რომელიც უთანაბრდებოდა თავისი დატვირთვით საპარლამენტო არჩევნებს. ყველა ამ შემთხვევაში, ამ პოლიტიკურმა ძალებმა, ზუსტად იგივე დღის წესრიგი აირჩიეს, რაც აირჩია “ნაცმოძრაობამ” და მისმა მეორე დანაყოფმა. ზუსტად იგივე – საბოტაჟი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. ასევე, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ისინი ბოლომდე იყვნენ ჩართულები საბოტაჟში.
ეს იყო მათი საერთო დღის წესრიგი, რომლითაც მოქმედებდნენ ეს პოლიტიკური ძალები, მათ შორის, საბოტაჟთან დაკავშირებით, რომელიც არის ჩვენი სარჩელის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი, ამაზეა აგებული ჩვენი პრეტენზია კონკრეტული პარტიების არაკონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. 4 ოქტომბრის გეგმას ერთადერთი გახარია გაემიჯნა, “ლელო” – არა. “ლელომ” თქვა, რომ 20:00-საათამდე მიდიოდნენ არჩევნებზე და 20:00 საათის შემდეგ უერთდებოდნენ დამხობის აქციას. ბოლოს ისინიც გაემიჯნენ, მას შემდეგ, რაც ჩავარდა მათი გეგმა, ისევე როგორც გაემიჯნენ და . ერთადერთი – გახარიას პარტია იყო, რომელიც გაემიჯნა, მაგრამ ის მთელი ამ წლების განმავლობაში არ გაემიჯნა გამუდმებულ საბოტაჟს ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ. მეტიც, გახარიას პარტიას ჰქონდა შექმნილი კოალიცია “ნაცმოძრაობასთან” 4 წლის განმავლობაში, რამდენიმე მუნიციპალიტეტში. მათ დღის წესრიგს მიჰყვებოდნენ. როცა ქმნი კოალიციას თავისი არსით არაკონსტიტუციურ პარტიასთან, ეს უტყუარად ნიშნავს შენს არაკონსტიტუციურობასაც. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, ყველაფერი ცხადია, თუმცა ჩვენ უნდა დაველოდოთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას,”- განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვისაც სჯერა რომ გეკა გელაძე ან მამუკა მდინარაძე პირადი შურისძიების გამო ვინმეს დაიჭერს უვიცია ან ხელოვნური პოლიტიკური დაკვეთით წერს ასეთ სისულელეს. კანონის მოთხოვნათა არ დაცვა, ჩადენილი ქმედების სიმძიმის გათვალისწინებით არის დასჯადი

მანჩო გიორგობიანმა დანაშაულის შემდეგ წინასწარ დაწერა ზღაპარი ფეისბუქზე, ფეიკ ალიბი, როცა მიხვდა რომ დაიჭერდნენ მომხდარის გამო, რათა შემდეგ ემტკიცებინა, რომ შს მინისტრის ლანძღვის გამო დაიჭირეს და არა დანაშაულის

კანონის წინაშე ყველა თანასწორია, იქნება ეს საჯარო ფიგურა თუ რიგითი მოქალაქე – როცა ადამიანი არღვევს კანონებს, ვალდებულია აგოს პასუხი და ვერავითარი პოლიტიკური სპეკულაცია ვერ გადაარჩენს

თუ ვინმეს აქვს ოპოზიციაში იმის ილუზია, რომ საქართველოსთვის ეპოქალურ, 7 მილიარდიან ინვესტიციას იაფი პროპაგანდით ჩააგდებს და შემდეგ ვიგინდარა ვარლამ გოლეთიანივით შერჩება ეს ავანტიურა – ძალიან ცდება!