“ლელო” არ განიხილავს არანაირ პარტიულ ერთობას არც ერთ პარტიასთან ამ ეტაპისთვის – ირაკლი კუპრაძე

პარტიაში “ლელო საქართველოსთვის” აცხადებენ, რომ მათი მიზანი ახლა არა რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან ალიანსი, რამედ პარტიის ინდივიდუალური გაძლიერებაა.
პარტიის “ლელო საქართველოსთვის” გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპისთვის, “ლელო” არ განიხილავს არანაირ პარტიულ ერთობას არც ერთ პარტიასთან.
“ლელო” არ განიხილავს არანაირ პარტიულ ერთობას არც ერთ პარტიასთან ამ ეტაპისთვის. არჩევნებამდე დარჩენილია ერთი წელი, მანამდე სამუშაოა, რომ ინდივიდუალურად გაძლიერდეს “ლელო”, ჰქონდეს სწორი, გამართული სტრუქტურა, სწორი შინაარსი. არანაირი ტიპის პრობლემებს, კონფლიქტებს და ურთიერთწინააღმდეგობას არ განვიხილავთ, ამისთვის ამ ეტაპზე არ გვცალია საერთოდ. სამომავლოდ თუ რაიმე შეიძლება გახდეს განხილვის საგანი, ეს იქნება სამომავლო განხილვის საგანი, რომელიც აუცილებლად ეცოდინება საზოგადოებას,” – აცხადებს ირაკლი კუპრაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ნაურუს რესპუბლიკის მხრიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი