„ლელო“, ანა დოლიძე და „თავისუფლების მოედანი“ არჩევნებისთვის ერთიანდებიან

პარტია „ლელო საქართველოსთვის“, ანა დოლიძის პარტია „ხალხისთვის“ და საზოგადოებრივი მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ საარჩევნოდ ერთიანდებიან
გაერთიანების პრეზენტაცია დღეს, 17 ივლისს, ევროპის მოედანზე გაიმართა.
ახალი პარტნიორები საზოგადოებას „ლელოს“ ლიდერმა მ წარუდგინა, რომელმაც თქვა:
„ასეთი კრიტიკული ზღვარი ჩვენს ქვეყანას დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ არ ჰქონია. ეს არჩევნები, რომელიც მოდის 26 ოქტომბერს, არის წყალგამყოფი — ან ვიქნებით ჭაობში და ოკუპანტის უღლის ქვეშ, ან ვიქნებით თავისუფალ სამყაროში ღირსეულად და იქ, სადაც ჩვენი ქართველობა, ჩვენი მოქალაქეობა, ჩვენი დროშა და ჩვენი გერბი იქნება ძალიან მაღლა აწეული. სწორედ ამისთვის არის ერთი რამ საჭირო და ამ ერთ რაღაცას, სხვა ყველაფერთან ერთად, ჰქვია ერთობა. ბრძოლა არის დიდი და გაერთიანების გარეშე საქართველოს ჩვენ ვერ დავაყენებთ ფეხზე. ამიტომ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, ამ არაჩვეულებრივ ადამიანებთან, ამ არაჩვეულებრივ მებრძოლ ქალთან, სთან, რომელიც მთელი ცხოვრება იბრძვის უსამართლობის წინააღმდეგ, გავერთიანდეთ. მიხარია, რომ ლევან ცუცქირიძესთან, რომელიც თავის მეგობრებთან ერთად, არის პროფესიონალიზმით გამორჩეული, არასდროს პოლიტიკაში არ მონაწილეობდნენ, მაგრამ ქვეყანაში ყველა მიმართულებით ისინი ძალიან სერიოზულ ფუნდამენტს ქმნიდნენ. ეს არის განათლება, ჯანდაცვა, მეცნიერება თუ სხვა რამ.“
მამუკა ხაზარაძემ ახალი პარტნიორების წარდგენის დასასრულს აღნიშნა, რომ „წარმატებას მხოლოდ ერთიანობით მივაღწევთ.“
საზოგადოებას მიმართა ანა დოლიძემაც, რომელმაც თქვა, რომ ხახლის დავალება არის ერთიანობა იმისათვის, რათა საქართველომ თავისი მომავალი დაუკავშიროს ევროპას.
„დღეს ჩვენ გადავდგით ერთი ნაბიჯი ამ დავალების შესასრულებლად და ეს ნაბიჯი არის გაერთიანება, ძალების გაერთიანება, რომ ეს ამოცანა განხორციელდეს,“ — თქვა დოლიძემ და დასძინა, რომ ამ გაერთიანებისთვის მისმა ინიციატორებმა დათმეს გარკვეული რაღაცები, მიუხედავად ზოგ საკითხში განსხვავებული გემოვნებისა და მიდგომებისა.

ასევე დაგაინტერესებთ