“ლელოში” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, მისი მოადგილე და გენერალური მდივანი აირჩიეს

“ლელოს” ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, მისი მოადგილე და გენერალური მდივანი წარადგინეს. სხდომის დასრულების შემდეგ მ ბრიფინგზე თქვა, რომ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე – ბადრი ჯაფარიძე, მისი მოადგილე – , გენერალური მდივანი კი – ირაკლი კუპრაძე იქნება. ხაზარაძის თქმით, ამით, “ლელოში” შიდაპარტიული არჩევნები დასრულდა.
“ჩატარდა პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც არჩეულ იქნა პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე, ასევე დამტკიცდა გენერალური მდივნის კანდიდატურა. მინდა, წარგიდგინოთ ბადრი ჯაფარიძე, რომელიც ერთხმად იქნა არჩეული პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ, ასევე – პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ და იგი წაიყვანს აღმასრულებელ მიმართულებას პოლიტსაბჭოში და, ასევე, ირაკლი კუპრაძე, რომელიც დამტკიცდა პარტიის გენერალურ მდივნად. ამით ჩვენ დავასრულეთ შიდა პარტიული არჩევნები და, შეიძლება ითქვას, რომ დღეიდან პარტია სრულად მობილიზებულია იმისთვის, რომ საკმაოდ სერიოზული გამარჯვება მოიტანოს 2024 წლის არჩევნებისთვის,”- განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

უნგრელები ყოველთვის დავუჭერთ მხარს საქართველოს და არ დავუშვებთ, რომ ევროკავშირმა საქართველოს ლიდერებს სანქციები დაუწესოს – ვამაყობთ საქართველოსთან და „ქართულ ოცნებასთან“ შესანიშნავი ურთიერთობით

BBC-ი სტატიაში წერს, რომ ტრიქლორეთილენი არის გამხსნელი, რომელიც სხვა ქიმიკატებს წყალში გახსნის საშუალებას აძლევს- ის მართლაც კარგად იხსნება ორგანულ გამხსნელებში, მაგრამ პრაქტიკულად არ იხსნება წყალში

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მემორანდუმი გააფორმა, რომელიც ბლოკჩეინ ეკოსისტემის ერთ-ერთ წამყვან პლატფორმა Hedera-სთან თანამშრომლობით საჯარო სექტორში უახლესი ციფრული ტექნოლოგიების დანერგვას ითვალისწინებს