“ლელოს 9 ნაბიჯი ევროპისკენ” არის საკანონმდებლო წინადადებების და პროექტების სისტემური ხედვა, რომელიც ყველა რეკომენდაციის შესრულებას უზრუნველყოფს – ანა ნაცვლიშვილი

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრმა ანა ნაცვლიშვილმა “ლელოს” ხედვაზე ისაუბრა და განმარტა, რას მოიაზრებს “ლელოს 9 ნაბიჯი ევროპისკენ”.
ნაცვლიშვილის განცხადებით, ეს არის საკანონმდებლო წინადადებების და პროექტების შეჯერებული, სისტემური ხედვა, რომელიც ხელისუფლების ცვლილებიდან 1 წელიწადში, ყველა რეკომენდაციის შესრულებას უზრუნველყოფს.
“ეს არის “ლელოს” მიერ მომზადებული კონკრეტული ხედვების, საკანონმდებლო წინადადებების, პროექტების შეჯერებული, სისტემური ხედვა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხელისუფლების ცვლილებიდან 1 წელიწადში, ყველა რეკომენდაცია იყოს შესრულებული. ამ რეფორმების განხორციელებას, ხელისუფლების მხრიდან ნახევარზომები, ფასადური შეკრებები არ სჭირდება. შესაძლებლობებს, დისკუსიას, კამათს რა ვერსიაც ჯობია, ამის შანსი “ქართულ ოცნებას” ჩვენ ბევრჯერ მივეცით”, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

როგორი ტრაგიკული პიროვნებაც იყო სერგო ორჯონიკიძე, ისეთივე ტრაგიკული პიროვნებები არიან თინა ხიდაშელი და სალომე ზურაბიშვილი, ორი ჩვეულებრივი მოღალატე, ორი სერგო ორჯონიკიძე ჩასული იყო ვაშინგტონში და ათას სამარცხვინო ტყუილს ლაპარაკობდა

ენჯეო რომ ხარ, წელიწადში ერთხელ გამოაქვეყნე შენი ფინანსური დეკლარაცია, არ მოსწონთ გამჭვირვალობის კანონი იმიტომ, რომ თავის დროზე გაუმჭვირვალედ უნდა მიეღოთ დიდი თანხები, რომლებიც პირდაპირ იყო მიმართული რევოლუციების მცდელობისკენ, ეკლესიაზე თავდასხმისა და ნარკოტიკების პოპულარიზაციისკენ