“ლელოს” შემწეობით, პარალიზებულია ორი ოპოზიციური ტელევიზია და იქ მხოლოდ “ლელოური ამბები” გადის – იაგო ხვიჩია

“ქართული ოცნების” ლიდერების შეფასებას სთან დაკავშირებით, “ლელოში” აბსურდულს უწოდებენ. სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ევროკავშირი გარკვევით განმარტავს, თუ ვინაა საქართველოში ოლიგარქი.
“გაჭირვებული ხავსს ეჭიდებოდაო, ნათქვამია. ჩემთვის ეს არის ამის გამოხატულება. ნუ, რა ქნას ახლა ამ ხალხმა. გასაგებად უთხრა ევროკავშირმა, ევროპარლამენტმა, რეზოლუციაშიც ჩაწერეს, ევროკავშირის ყველაზე გავლენიანმა გამოცემაც გამოაქვეყნა – ვინ არის ოლიგარქი საქართველოში,” – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
საკითხთან დაკავშირებით, განსხვავებული მოსაზრებებია დანარჩენ ოპოზიციაში. “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, დავით ხაჯიშვილი ამბობს, რომ
“ლელოს” ლიდერის კონკრეტული განცხადება ვერ ჩაითვლება, რომ მამუკა ხაზარაძე აკმაყოფილებს ოლიგარქის კრიტერიუმებს.
რაც შეეხება “გირჩს”, ამბობს, რომ “ლელოს” შემწეობით, ფაქტობრივად პარალიზებულია ორი ტელევიზია და იქ გადის ლელოური ამბები და არა პოლიტიკური ამბები, რაც სინამდვილეში ქვეყანაში საინტერესოა.
“ყველა ხვდება, რომ “ლელოს” მოჭარბებული გავლენაა ორ ტელევიზიაზე და ფაქტობრივად, პარალიზებულია პოლიტიკური თოქ-შოუებისთვის და დისკუსიებისთვის ორი ოპოზიციური ტელევიზია. ამაზე მავნებლურ საქმეს “ლელო” ვერაფერს გააკეთებდა, ჩემი აზრით. ნაცვლად იმისა, რომ ამ ტელევიზიებისთვის ფული გადაეხადა იმაში, რომ მართლა პოლიტიკური დისკუსიები დაწყებულიყო და ჩვენ არსებით საკითხებზე გველაპარაკა, “ლელოს” შემწეობით, ფაქტობრივად პარალიზებულია ორი ტელევიზია და იქ გადის “ლელოური ამბები” და არა პოლიტიკური ამბები, რაც სინამდვილეში ქვეყანაში საინტერესოა,” – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
ცნობისთვის, პარტია “ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ტელეკომპანია “ტვ პირველის” სარედაქციო პოლიტიკა არ შეუცვლია. მამუკა ხაზარაძეს ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის გადაცემაში სტუმრობისას კითხვა დაუსვეს 2019 წლის პერიოდზე, როდესაც მამუკა ხაზარაძე ამბობდა, რომ გადასცეს მაშინდელი შს მინისტრის, გიორგი გახარიას მუქარის წერილი, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, “არტარეასა” და “ტვ პირველის” სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ითხოვდა.
“გიორგი გახარიას წერილის რომელი პუნქტი შევასრულე, “ტვ პირველის” სარედაქციო პოლიტიკა შევცვალე, თუ “არტარეამ” კულტურის მაგივრად პოლიტიკის მაუწყებლობა დაიწყო?”, – აღნიშნა ხაზარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბევრი მეტყვის რაღა დროს ნაცების შედარებააო, მაგრამ არც ერთ ერს არ აქვს მომავალი, რომელიც წარსულს დაივიწყებს – სანაიაც ამიტომ არის დიდ გულზე, მომღიმარი. იცის, რომ არავინ ზედმეტად არ შეეხება და აგზავნის ჰაეროვან კოცნებს

2025 წლის 20 ოქტომბრის მონაცემებით, სახელმწიფოს საკუთრებაში სხვადასხვა ანგარიშზე ჯამში 6.9 მლრდ ლარის ნაᲨთია, იანვარ-სექტემბრის ბიუჯეტის შემოსავლები 102.5 %-ით შესრულდა – ამას ვწერ იმიტომ, რომ ეკონომიკაც უზარმაზარი ფაქტორია რომელიც პოლიტიკაზე და სოციალურ სტრუქტურაზე ახდენს გავლენას და Ჩვენ არც ამას ვიმᲩნევთ

მარგუს ცაჰკნას პარტიამ ესტონეთის მუნიციპალურ არჩევნებში ხმათა 1,7% მიიღო, საკუთარ ქვეყანაში არაფრით გამორჩეული და ჭიჭეს დონის პოლიტიკოსი ზოგიერთი ქართველისთვის მეტრად და მისაბაძ ადამიანად იქცა – სწორედ ეს არის ეროვნული ტრაგედია