ლელოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ჯაფარიძე, მისი მოადგილე კი ნაცვლიშვილი გახდა

ლელომ შიდაპარტიული დაასრულა და პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე აირჩია. პარტიის თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე, მისი მოადგილე კი იქნება. ასევე, გენერალურ მდივნად ირაკლი კუპრაძე დამტკიცდა.
“მინდა, წარმოგიდგინოთ ბადრი ჯაფარიძე, რომელიც პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ ერთხმად ავირჩიეთ. მისი მოადგილე კი ანა ნაცვლიშვილი გახდა – ის პოლიტიკურ საბჭოში აღმასრულებელ მიმართულებას წაიყვანს. პარტიის გენერალურ მდივნად ირაკლი კუპრაძე დამტკიცდა. ამით ჩვენ შიდაპარტიული არჩევნები დავასრულეთ”. – თქვა პარტიის თავმჯდომარემ, მ.
მამუკა ხაზარაძის თქმით, დღეიდან პარტია სრული მობილიზებით 2024 წლის არჩევნებისთვის იწყებს მზადებას.