“ლელოს” მოქმედი და “ნაცების” ყოფილი სტრატეგოსი “ქოცია”, იქიდან გამომდინარე, რომ რასაც მოკიდა ხელი ყველაფერი ქოცებმა მოიგეს” – იაგო ხვიჩია

“ნაციონალური მოძრაობის” ლობისტი, რომელიც “ლელოს” პიარ-კონსულტანტი გახდა, თბილისშია. ჯერემი როზნერი, “კურიერის” ინფორმაციით, “ლელოს” წევრებს უკვე შეხვდა. პარტიაში ადასტურებენ, რომ როზნერთან და მის ლობისტურ კომპანიასთან აქტიური კომუნიკაცია აქვთ.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “გირჩი” თავმჯდომარის ს განცხადებით, “ლელოს” მოქმედი სტრატეგოსი “ქოცია”.
“ლელოს” მოქმედი და “ნაცების” ყოფილი სტრატეგოსი “ქოცია”, იქიდან გამომდინარე, რომ რასაც მოკიდა ხელი ყველაფერი ქოცებმა მოიგეს 2012 წლის დან დაწყებული “ლელოს” დღევანდელი “ფორდ მუსტანგის” სტრატეგიით დამთავრებული, ვიღაცამ რომ “ლელოს” შეტენა, ხომ ეცოდინება ნაცებს. ეტყობა, არ მოეწონათ მისი მომსახურება, არ გამოდგა წარმატებული და შეტენეს “ლელოს”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ევროოპტიმისტები” წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ როზნერი თავის საქმეში გამოცდილია.
“შეგვიძლია ვიდაოდ რამდენად წარმატებულია თუ არა, მაგრამ გავრცელებული პრაქტიკაა, ძალიან გამოცდილია ამ კუთხით ბატონი როზნერი. 12 წლის წინ რომ თანამშრომლობდა “ნაციონალურ მოძრაობასთან”, ეს არაფერს ნიშნავს. ახლა ვერ გეტყვით, არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ ადრე თანამშრომლობდა, იყო 2012 წელს, მაგრამ ახლა, თუ “ლელოსია” ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით გურგენიძე მინისტრ ეკატერინე შარაშიძის ხელმოწერილ დოკუმენტზე: პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ იქნებ დაადგინოს სახელმწიფო ბიუჯეტში თუ არის შესული რამე თანხა. არცერთი თეთრი უნივერსიტეტში არ არის შემოსული

გიული ალასანიამ 2006 წელს რექტორს მიმართა წინადადებით, რომ უნივერსიტეტს შეექმნა სამეცნიერო სამაგისტრო სწავლების ცენტრი. რექტორატმა ჩათვალა, რომ ქალბატონი გიულის ლიდერობით ბევრ წარმატებას მივაღწევდით- ამის შემდეგ იწყება წნეხი უნივერსიტეტზე