„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სტუდენტებს შეხვდა

პარტია “ლელოს” ლიდერმა, მ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გამართა.
ამის შესახებ ინფორმაციას „ლელო“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, დისკუსია მიმდინარე მოვლენებს, ახალგაზრდების როლსა და იმ პერსპექტივაზე საუბარს დაეთმო, რომელსაც ლელო ახალგაზრდებს სთავაზობს. შეხვედრა, რომელსაც 300-მდე სტუდენტი ესწრებოდა კითხვა-პასუხის რეჟიმში 2 საათს გაგრძელდა.
“ჩვენი ახალგაზრდები არავითარ შემთხვევაში არ შეეგუებიან იმას, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, ანუ თავისუფლების შეზღუდვას, სკენ სვლას. ბრძოლა გაგრძელდება ყველანაირი კანონიერი მეთოდით იმიტომ, რომ საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს. ასეთი გზაჯვარედინი ჩვენს ქვეყანას მრავალი ათწლეულების განმავლობაში არ ჰქონია, ამიტომ ყველამ ერთად უნდა მივიღოთ ეს გადაწყვეტილება. მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მათგანს. მე მათ დავპირდი ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, რომ ისინი ამ ბრძოლაში მარტონი არ არიან, ჩვენ ერთად გავაგრძელებთ ამ ბრძოლას და ამ ქვეყანას აუცილებლად გავიყვანთ გამარჯვების გზაზე” – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ