„ლელოს“ ლიდერები საქართველოში აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანს ხვდებიან

აშშ-ის საელჩოში პარტია „ლელოს“ ლიდერები: , ბადრი ჯაფარიძე, და გრიგოლ გეგელია -ს ელჩს საქართველოში, რობინ დანიგანს ხვდებიან. როგორც ბადრი ჯაფარიძემ ელჩთან შეხვედრამდე მედიასთან განაცხადა, შეხვედრის თემა აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობების, ასევე, ქვეყანაში არსებული ვითარების განხილვა იქნება.
„ჩვენ ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობაზე, ასევე, “ლელოს” გეგმებზე. ბევრი გვაქვს სასაუბრო. ალბათ, ელჩს ექნება კითხვები და ამ კითხვებსაც გავცემთ პასუხს. ამ შეხვედრის შინაარსი იქნება ძირითადად ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების, ასევე, ქვეყანაში არსებული ვითარების განხილვა. ელჩს აუცილებლად გავაცნობთ “საქართველოს დაცვის აქტს”, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ და რომელიც დღეს პარლამენტში გაჟღერდება. ამასთან, გავაცნობთ იმ ნაბიჯებს, რომელსაც ჩვენ პარტიებს და ხელისუფლებას ვთავაზობთ, რომელიც მიგვაჩნია, რომ აუცილებელია გადაიდგას იმისათვის, რომ შევაჩეროთ ოკუპაცია, იმისათვის, რომ აღარ გაგრძელდეს ოკუპანტების ასეთი პარპაში ჩვენს ქვეყანაში და ჩვენი მოქალაქეების დაცვა მაქსიმალურად შევძლოთ”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

თავდაცვის მინისტრი – ამ დროისთვის, ჩვენს წინაშე დასმული ამოცანისთვის მობილიზებული ძალები საკმარისია, დამატებითი საჭიროების შემთხვევაში რამდენიმე საათში შევძლებთ დამატებითი ძალების ჩართვას