პოლიტიკური ნიშნით დევნა აჭარაში- “ლელოში” აცხადებენ რომ “ქართულმა ოცნებამ” დავით დევაძე რომელიც ხელვაჩაურის მერიაში 45 წლის განმავლობაში მუშაობდა, ოპოზიციური პარტიის მხარდაჭერის გამო სამსახურიდან გაათავისუფლა. პარტიის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, დევაძეს ხელვაჩაურის სასპორტო სკოლამ თანამშრომლობაზე უარი უთხრა და ახალშენის საბავშვო საფეხბურთო გუნდი გააუქმა.
დევაძის თქმით, ხელშეკრულების შეწყვეტს მიზეზად ფინანსური მდგომარეობა დაუსახელეს, თუმცა ის ამბობს, რომ ოპოზიციურადაა განწყობილი და გადაწყვეტილების მიზეზიც ეს გახდა.
“ლელო” დავით დევაძის უფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართავს.