“ლელოს” დაპირებები, რომელიც რუსეთისთვის სანქციების დაწესებას და პარალელურად, პენსიების 1000 ლარამდე გაზრდას გულისხმობს ჩანასახშივე დიდი ტყუილია

“გარდა იმისა, რომ სანქციების შემომღები ქვეყნები თავადვე აგრძელებენ რუსეთში ბიზნესის წარმოებას და საკუთარ ბაზარს საფრთხეს არ უქმნიან, დაიდო კვლევა, რომლითაც დადასტურდა, რომ საქართველოს მხრიდან სათვის სანქციების დაწესებით, რუსეთი იმდენად არ დაზარალდებოდა, რამდენადაც საქართველო და მივიღებდით ეკონომიკის 10-პროცენტიან ვარდნას,” – ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი ლელოს“ განცხადებებს, პენსიის 1000 ლარამდე გაზრდისა და რუსეთისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, “ლელო” საკუთარ ამომრჩეველთან ტყუილით დაწყებულ ურთიერთობას ტყუილითვე აგრძელებს, რადგან ნებისმიერი დაპირება პენსიების და სხვა გასაცემელების ზრდის შესახებ, სანქციების დაწესებასთან ერთად, შეუსრულებელია.
„გარდა იმისა, რომ სანქციების შემომღები ქვეყნები თავადვე აგრძელებენ რუსეთში ბიზნესის წარმოებას და საკუთარ ბაზარს საფრთხეს არ უქმნიან, დაიდო კვლევა, რომლითაც დადასტურდა, რომ საქართველოს მხრიდან რუსეთისათვის სანქციების დაწესებით, რუსეთი იმდენად არ დაზარალდებოდა, რამდენადაც საქართველო და მივიღებდით ეკონომიკის 10-პროცენტიან ვარდნას. შესაბამისად “ლელოს” დაპირებები, რომლებიც რუსეთისთვის სანქციების დაწესებას და პარალელურად, პენსიების 1000 ლარამდე გაზრდას გულისხმობს, ჩანასახშივე დიდი ტყუილია. ნებისმიერი დაპირება პენსიების და სხვა გასაცემელების ზრდის შესახებ, სანქციების დაწესებასთან ერთად, შეუსრულებელია. “ლელო” საკუთარ ამომრჩეველთან ტყუილით დაწყებულ ურთიერთობას ტყუილითვე აგრძელებს. მათ ხელში გაუმართავი მუსტანგის არ იყოს, მათ ყველა დაპირებას სიცრუის ცეცხლი ედება.“ – წერს მეგრელიშვილი facebook – ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ისინი პირდაპირ გვეუბნებიან, რომ საქართველოს სახელმწიფო არის მეორე, მესამე რიგის სახელმწიფო, რომელსაც არ აქვს უფლება ჰქონდეს ისეთი კანონმდებლობა, როგორიც განვითარებულ სახელმწიფოებს აქვთ

როდესაც ამდენი წლის შემდეგ ისევ საარჩევნო თემით მოდის და ისევ გაყალბებაზე ლაპარაკობს, მინიმუმ, ძალიან უხერხულია და უფრო მეტად უტიფრობასთან გვაქვს აქ საქმე” – რატი იონათამიშვილი EPDE-ის ანგარიშზე

ფაქტია, რომ დამკვირვებლებმა დადებითად შეაფასეს, როგორც საარჩევნო გარემო, ასევე არჩევნების მიმდინარეობის პროცესი, რაც მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში მაღალ დონეზე ჩატარდა

რეალობა ის არის, რომ ქართული „ფარა“ საფრთხეს უქმნის სხვადასხვა მანტიისა და საფარის ქვეშ მოქმედ უცხოურ აგენტურასა და მათ მთავარ წარმომადგენელ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც არანაირად არ სურთ, გაამჟღავნონ საკუთარი დაფინანსება