“ლელოს” ბარიერის გადალახვის პერსპექტივა, უბრალოდ, არ აქვს –

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, “ლელოში” შიდაპარტიულ არჩევნებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პარტიას განახლების რესურსი არ აქვს. მისივე შეფასებით, “ლელოს” საარჩევნო 5%-იანი ბარიერის გადალახვაც გაუჭირდება.
“ლელოს” ბარიერის გადალახვის პერსპექტივა, უბრალოდ, არ აქვს. მეტსაც გეტყვით – ალბათ, წინა არჩევნებზე დაფიქსირებული მაჩვენებლის გაუმჯობესების არავითარი პერსპექტივა არ აქვთ, თუ არ ჩავთვლით შესაძლებლობებს, რომლებიც ოპოზიციურ ფლანგში გაჩნდა “ნაციონალური მოძრაობის” დიდი ფიასკოს შემდეგ. ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატის გარკვეული ნაწილი შეიძლება აღმოჩნდეს, რომელსაც შეიძლება იზიდავდეს და, როგორც ჩანს, ამ მიზნის სამსახურშია მელიასთან დაწყებული კონსულტაციები და ა.შ. ისე, ყველა კარგად ხვდება, რომ განა რა რესურსი აქვს “ლელოს” განახლების” და ა.შ. თავისი თავი გასჭირვებია, რეალურად, ამ პოლიტიკურ გაერთიანებას და მე არ მგონია, რომ დიდი პერსპექტივები ჰქონდეს, რომ სერიოზულად განახლებული გუნდი წარმოადგინოს,”- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
“ლელოს” ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, მისი მოადგილე და გენერალური მდივანი წარადგინეს. სხდომის დასრულების შემდეგ მ ბრიფინგზე თქვა, რომ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე – ბადრი ჯაფარიძე, მისი მოადგილე – , გენერალური მდივანი კი – ირაკლი კუპრაძე იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

უსამშობლო მოღალატეები დაუფარავად ნატრობენ საქართველოში ირანის მოვლენებს. საქვეყნოდ გაცხადებულ უცხოეთის მიერ დაქირავებულ ავაზაკებს სულმოუთქმელად სურთ საქართველოს და მისი მოსახლეობის აღგვა პირისაგან მიწისა

ALDE სულ უფრო მეტად ჰგავს დახურულ პოლიტიკურ კლუბს, სადაც მთავარი ღირებულება ხალხის არჩევანი კი არა, არამედ საკუთარი იდეოლოგიის და პარტიული ქსელის დაცვაა. მათი ჩარევა სხვა ქვეყნების შიდა პროცესებში იშვიათად ემსახურება მოქალაქეთა ინტერესებს