“ლელოსთან” ალიანსი რატომ უნდა გავაკეთოთ საარჩევნოდ? არანაირ ლოგიკაში არ ჯდება, უბრალოდ არ გვესმის” – მიხეილ დაუშვილი

დაპირისპირება “ლელოსა” და გიორგი გახარიას პარტიას შორის. პარტია “საქართველოსთვის” “ლელოს” აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდის წევრების განცხადებები, რომლებიც ამბობენ, რომ გიორგი გახარიას გუნდთან ალიანსს გამორიცხავენ, მათთვის გაუგებარია, რადგან არც თავად აქვთ რომელიმე პარტიასთან, მათ შორის “ლელოსთან” სამომავლო კავშირის სურვილი.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “საქართველოსთვის” წევრი, მიხეილ დაუშვილი აცხადებს, რომ მათთვის გაუგებარია, რატომ უნდა შექმნან “ლელოსთან” ალიანსი.
“არაფერში არ გვჭირდება, “ლელოსთან” ალიანსი რატომ უნდა გავაკეთოთ საარჩევნოდ? არანაირ ლოგიკაში არ ჯდება, უბრალოდ არ გვესმის. გაუგებარია ჩვენთვის. ლელო დგას და 24 საათი იმაზე ლაპარაკობს, რომ ჩვენთან ალიანსს არ გააკეთებენ. ვინ ეხვეწებათ, რომ ალიანსი უნდა გააკეთონ, ესეც ვერ გავიგე. ამაზე გვქონდა საუბარი, რომ ერთი, რომ დგანან და ჩვენი უსაფუძვლო კრიტიკით არიან დაკავებული, პირდაპირ ლანძღვა-გინებით არიან დაკავებული და მეორე, არათუ არავინ არ ეხვეწებათ, ჩვენ რა ინტერესი გვაქვს, რომ “ლელოსთან” რაიმე ალიანსი გავაკეთოთ? რატომ უნდა გავაკეთოთ “ლელოსთან” რაიმე ალიანსი? რაში გვჭირდება?” – ამბობს მიხეილ დაუშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა