„ლელომ“ და გახარიას პარტიამ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს

„ლელო-ძლიერმა საქართველომ“ და პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის საერთო კანდიდატები წარადგინეს.
მაჟორიტარობის კანდიდატები თბილისის მერობის კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, გიორგი შარაშიძემ წარადგინეს.
თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის საერთო კანდიდატები არიან:
· ლანა გალდავა – მთაწმინდა;
· ზაზა თავაძე – ზემო ვაკის ოლქი;
· ვახტანგ სურგულაძე – ვაკე – ტრადიციული ნაწილი;
· სალომე კობალაძე – კოსტავა, ბახტრიონი, დოლიძე, ხილიანის ოლქი;
· რამაზ მანდარია – საბურთალო – ვეძისი, ყაზბეგი, ვაჟა-ფშაველა;
· როინ ქოჩორაშვილი – დიდი დიღომი, ვაშლიჯვარი, სოფელი დიღმის ოლქი;
· თამარ ბოყოველი – კრწანისის ოლქი;
· სოფო ხორგუანი – ავლაბრის ოლქი;
· გიორგი სიორიძე – ისანი-ვაზისუბნის ოლქი;
· ვიკა ფილფანი – ნავთლუღი;
· ნინო ქათამაძე – სამგორი – ვარკეთილის ოლქი;
· გიგა კაცია – ქვემო სამგორის ოლქი;
· გულიკო ზუმბაძე – სამგორის მე-3 მასივი და ზემო პლატო;
· ეკა უდესიანი – ზღვისუბნის ოლქი;
· ბექა ბერიძიშვილი – დიდუბე – წერეთელი;
· დაჯი კოვზირიძე – ლილო ორხევის ოლქი;
· ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი – ნაძალადევი-ნახალოვკა;
· რუსუდან თევზაძე – ჩუღურეთის ოლქი;
· ქეთი თურაზაშვილი – ნაძალადევი-სანზონა;
· კოკა კობალაძე – გლდანის ლუწი მიკრორაიონები;
· ჯუბა ლოლაძე – გლდანის კენტი მიკრორაიონები;
· ფიქრია გოგოლაძე – ლოტკინის ოლქი;
· გრიგოლ გეგელია – გლდანი – მუხიანი;
· გიორგი შარაშიძე – დიღმის მასივი;
· გიორგი რეხვიაშვილი – გლდანი – ავჭალა, ზაჰესი.
ოპოზიციური პარტიების ნაწილი აცხადებს, რომ 4 ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის მორიგი რუსულ სპეცოპერაციაა და არ გახდებიან რეჟიმის თანამზრახველი საქართველოს მოქალაქეების მოტყუებაში. ამის შესახებ ერთიანი პოზიცია აქვთ: „ნაციონალურ მოძრაობას“ ,„სტრატეგია აღმაშენებელს“, „გირჩი – მეტი თავისუფლებას“, „დროას“, „ახალს“, „ფედერალისტებს“, „თავისუფლების მოედანს“, „ევროპულ საქართველოს“.
ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე განსხვავებული პოზიცია აქვთ „ლელოს“ და გახარიას პარტიას. ეს ორი პარტია ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.