“ლელომ” ამერიკელ პიარ-კონსულტანტ ჯერემი როზნერთან კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა

პარტია “ლელომ” ამერიკელ პიარ-კონსულტანტ ჯერემი როზნერთან კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა. პარტიაში კიდევ ერთხელ ამტკიცებენ, რომ წლების წინ, როზნერის “ნაციონალური მოძრაობის” ლობისტად ყოფნა არ ნიშნავს იმ ფაქტს, რომ მიხეილ სააკაშვილის პარტიასთან “ლელოს” რაიმე აკავშირებს.
პარტიის საერთაშორისო მდივანი ასევე აცხადებს, რომ ისინი არც მომავალში გეგმავენ ამ მიმართულებით რაიმეს. მიუხედავად ამისა, მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი კონსულტანტი ოპოზიციურ პარტიაში სწორედ “ნაციონალური მოძრაობის” დასავლელი ლობისტების ჯგუფმა მიავლინა.
მმართველ გუნდში ამტკიცებენ, რომ “ლელოც” და “ნაცმოძრაობაც” ერთი იდეოლოგიის მატარებელი პარტიებია და ორივე მათგანი ერთი და იმავე პოლიტიკური სათავიდან იმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

რომ არა პრემიერ-მინისტრ ორბანის ძლიერი ლიდერობა და მისი გაბედული ბრძოლა ბრიუსელის ბიუროკრატიის წინააღმდეგ, უნგრეთის ეროვნული ინტერესების დასაცავად, საქართველოსთვის ბევრად უფრო რთული იქნებოდა საკუთარი დემოკრატიის, ეროვნული სუვერენიტეტისა და იდენტობის დაცვა

პრემიერი – საქართველო ერთგული რჩება ევროპული ინტეგრაციის გზისადმი, თუმცა ამ გზას ღირსებით მივყვებით—ჩვენი მემკვიდრეობის,რწმენის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის სრული პატივისცემით