ლელა ჯეჯელავა – ყველაფერი აჩვენებს, რომ კორუფციული კუთხით მოძრაობები ირაკლი ღარიბაშვილს უნდა მიადგეს, რათა მისი დადანაშაულება არგუმენტირებულად მოხდეს – „ოცნებაში“ დიდი ოდენობით შავი ფული ტრიალებდა და როგორც ჩანს, ეს ფულია გამქრალი

ყულფი ნელ-ნელა ვიწროვდება და ის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს უნდა მიადგეს – ყველა ღონისძიება აჩვენებს, რომ სერიოზული მოძრაობები სწორედ ს გარშემო მიმდინარეობს, რათა მისი დადანაშაულება არგუმენტირებულად მოხდეს, – ასე ხსნის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მინიმუმ 1 333 728 ლარის გაფლანგვის ბრალდებით თავდაცვის სამინისტროს ორი მაღალჩინოსნისა და ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის “ახლო ნათესავის“ დაპატიმრებას ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა.
როგორც ჯეჯელავამ „ქართული ოცნების“ გადამდგარ მაღალი თანამდებობის პირებზე და მაღალჩინოსნების დაპატიმრებაზე საუბრისას “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, “ქართულ ოცნებაში“ დიდი ოდენობით შავი ფული ტრიალებდა და როგორც ჩანს, ეს შავი ფულია გამქრალი“.
მისივე თქმით, ს კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი თავგამოდებული რაინდის სახე ვერ შერჩება.
“ქართული ოცნების“ ტრაგიკომიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ ამდენი ხნის დაგვიანებით გადაწყვიტა, რომ კორუფციას ბრძოლა გამოუცხადოს. რასაკვირველია, ეს კორუფციის წინაამღდეგ ბრძოლა არ არის – ეს არის მაფიოზური სინდიკატურ დაჯგუფებაში, რასაც “ქართული ოცნება“ ჰქვია, ჯგუფებს შორის ძალაუფლების გადანაწილებისთვის და ფინანსური გავლენებისთვის ბრძოლა.
როგორც არ უნდა შეფუთოს ეს პრემიერ-მინისტრად წოდებულმა ირაკლი მ, ამას კორუფციასთან ბრძოლას ვერაფრით დაარქმევს. როდესაც თავის დროზე მედიის წარმომადგენლები სვამდნენ კითხვებს თავდაცვის სამინისტროსა თუ ეკონომიკის სამინისტროში არსებულ კორუფციულ სქემებზე, ამასთან დაკავშირებით არაერთი ჟურნალისტური გამოძიებაც ვნახეთ, ირაკლი კობახიძე ამ ყველაფერს ურცხვად უარყოფდა, მედიის ფანტაზიად და წინასწარგანზრახულ აკვიატებად ხატავდა. ყველა, ვინც “ქართული ოცნების“ წიაღში კორუფციის არსებობის შესახებ იწყებდა საუბარს, “ნაციონალურ მოძრაობად“ ან “ნაციონალური მოძრაობის“ ანასხლეტად იყო გამოცხადებული“, – განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.
ჯეჯელავამ აღნიშნა ისიც, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ორგზის პრემიერ-მინისტრი იყო და პირველი პრემიერობისას მისი გადადგომის მიზეზად სწორედ კორუფციაში მონაწილეობა დასახელდა, შემდეგ კი, ეს ღარიბაშვილის ცოლის ნათესავებს დაბრალდა.
“ირაკლი ღარიბაშვილი პირველ ჯერზე პრემიერობიდან მისი კორუფციასთან აფილირების გამო გაუშვეს. შემდეგი პრემიერი და ვიცე-პრემიერის შესახებ თვითონ “ქართული ოცნებიდან“ წამოვიდა ბრალდება, რომ მათაც კორუფციასთან ჰქონდათ გარკვეული შეხება. კაცმა არ იცის ის 700 მილიონი გაიფლანგა თუ არა გაიფლანგა, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი მეთოდი, რომლის გამოყენებით არასასურველ ადამიანებს გუნდიდან იშორებენ.
გიორგი გახარიას პირდაპირ სახელმწიფოს ღალატსა და იმაში დასდეს ბრალი, რომ “დიფ სტეიტის“ აგენტია და პრემიერის პოსტზე მისი ძალდატანებით დაინიშნა. ამის შემდეგ პრემიერის თანამდებობაზე ისევ კორუმპირებული ღარიბაშვილი გვყავდა.
ვსვამ კითხვას – 13 წლის განმავლობაში თვითონ გუნდი ოთხი პრემიერ მინისტრის კორუფციასა და არაკეთილსინდისიერებაზე რომ საუბრობს და ამბობს, რომ მათი ოთხი პრემიერი კორუმპირებული და “დიპ სტეიტის“ აგენტი იყო, რა სინდისით აქვთ პრეტენზია ხელისუფლებაში მეოთხე ვადით ყოფნაზე?!
ეს ყველაფერი კარგად აჩვენებს იმას, რომ სთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ახლობელი არის მისი რამდენიმე მილიარდი და შემდეგ ოჯახის წევრები. ყველა დანარჩენი, მათ შორის ის ადამიანები, ვინც ერთ დროს მის ახლო გარემოცვას წარმოადგენდნენ, არის საშუალება მისთვის ძვირფასი მილიარდების შესანარჩუნებლად. ჩვენ ისიც ვნახეთ, როცა პრემიერს ძალიან უხერხულ დავალებას აძლევდნენ, როცა ის ბავშვების დასჯაში მონაწილეობდა. შემდეგ მასზე ივანიშვილი ამბობდა, რაც გინდათ ის დაუძახეთ, ჩემთვის სულ ერთი არისო. ასეთია ივანიშვილის დამოკიდებულება საკუთარი გარემოცვის მიმართ – მისთვის ყველაფერი არის საშუალება და არც ერთი მათგანი ღირებულებას არ წარმოადგენს. ცნობილი ფაქტია, რომ მან ოჯახის წევრები დასაჯა და სისხლის სამართლის წესით გაასამართლა. ირაკლი ღარიბაშვილი რა პრობლემაა?!“, – განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.
ჯეჯელავა ყოფილი მაღალჩინოსნების დაპატიმრების მიზეზებზე საუბრისას გამოთქვამს ვარაუდს, რომ შესაძლოა ეს, მათ შორის ტრამპის ადმინისტრაციის დასანახად კეთდებოდეს.
“ქართულ ოცნებაში“ დიდი ოდენობით შავი ფული ტრიალებდა და როგორც ჩანს, ეს შავი ფულია გამქრალი. გარდა ამისა, საქართველო აქტიურად იყო ჩართული გარკვეულ ეკონომიკურ პროცესებში, რაც ს სანქციებისთვის გვერდის ავლას გულისხმობდა. ეს რუსეთთან “დალაგების“ გარეშე ვერ მოხდებოდა. ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ პუტინი საკუთარი ოლიგარქებისგან ფულს გააფთრებით ითხოვს, რადგან რუსეთის ბიუჯეტი პირველად არის დეფიციტური. ფული ბიძინა ივანიშვილსაც აქვს მისატანი, რადგან ე.წ. ძელკები ერთობლივად კეთდებოდა – იყო ეს საქართველოს გავლით სანქცირებული ნავთობის თუ სხვა საქონლის გატარება.
-მ ბიძინა ივანიშვილი რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ მოქმედების გამო დაასანქცირა, “MEGOBARI აქტი“ დამოკლეს მახვილივით კიდია. მეჩვენება, რომ ამით აშშ-საც აჩვენებენ, რომ ყველას, ვინც ამაში მონაწილეობდა ჩვენ სამართლებრივად ვსჯით, რათა ივანიშვილმა პასუხიმგებლობა თავიდან აიცილოს.
“ქართულ ოცნებას“ აშშ-ს პრეზიდენტის ტრამპის ინაუგურაციის თარიღი საკრალურ თარიღად ჰქონდა გამოცხადებული. მთელი იმედები მყარდებოდა. აშშ-ს ძალიან მკაფიო გზავნილი აქვს, რომ ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს. საიდუმლო არ არის, რას გულისხმობს ეს გზავნილები: – ეს არის ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების არ არსებობა და ახალი სამართლიანი ჩატარება, რაც “ქართული ოცნებისთვის“ უმძიმესი გასაკეთებელია. იციან, რომ ამის გაკეთება მოუწევთ, მაგრამ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ძალაუფლება დროში გაიხანგრძლივონ და ახალი არჩევნები ისე ჩატარდეს, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ“, – განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.