ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა:
არც ვახუშტი მენაბდის დედა გახდებოდა პრობლემა და არც მამა (ზრდასრულ ადამიანებს თავისი პასუხისმგებლობა და არჩევანი აქვთ), ვახუშტი მენაბდეს სურვილი რომ არ უჩნდებოდეს რომ მოწმენდილ ცაზე პროტესტში დესტრუქცია შექონდეს და სააკაშვილს არ ერჩოდეს მუდმივად, როდესაც იცის, რომ ამ პროტესტში ათასობით მისი მომხრეა ჩართული, რეჟიმისგან რეპრესირებული, ულუკმა- პუროდ, უთავშესაფროდ დარჩენილი, მაგრამ გაუტეხელი და რეჟიმთან შეურიგებელი.
წარმოუდგენელია არ გესმოდეს, რომ შენი პოზიციით დაპირისპირებაში შედიხარ არა მარტო საპროტესტო ელექტორატის დიდ ნაწილთან, არამედ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად პოლიტპატიმრად თვლიან სააკაშვილს და მის თავისუფლებას ითხოვენ. თუ მიგაჩნია, რომ ევროკავშირი და ჩვენი მეგობარი ევროპული სახელმწიფოების ნაწილი უსამართლოები არიან და ჯალათს მიიჩნევენ პოლიტპატიმრად, რა გინდა შვილო მაგ პროტესტზე, ვასიკო მაღლაფერიძრობა თუ გინდა, გამოდი, ქოცებთან ერთად დიფსტეითს ეომე და ვასიკო შეუცვლელი კი არ არის?!. ძალიან ტვინი წაიღეთ აი!